ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი“ ნამუშევრების მიღების ვადა იწურება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ორგანიზებული კონკურსი – „თბილისი“ წელს მეორედ იმართება. განაცხადების მიღება დაწყებულია და 25 ივლისს ნამუშევრების მიღების ბოლო დღეა. კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეობის მსურველებს ურჩევენ, იჩქარონ და 25 ივლისამდე საკონკურსო ნამუშევრები წარმოადგინონ. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსს „თბილისი“, გასულ წელს საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. კონკურსის ფარგლებში არაერთი ნომინაცია იყო დასახელებული, მათ შორის, ჯილდო საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის , პოეტური ნაწარმოებისთვის, წლის საუკეთესო ესესთვის, სიმღერისთვის, ფერწერული ნაწარმოებისთვის, ქანდაკებისთვის, ფოტოსთვის და არქიტექტურული ნაწარმოებისთვის. შედეგად, არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოვლინდა, რომლებსაც სხვადასხვა ჯილდო ერგოთ წილად, მათ შორის 1500 ლარის ოდენობის ფულადი პრემია და მოქანდაკე გია ჯაფარიძის მიერ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი პრიზი – ხოხბის ქანდაკება.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს მიერ ორგანიზებული კონკურსი „თბილისი“ განსაკუთრებული იქნება იმით, რომ საზოგადოების ჩართულობა წელს გაცილებით უფრო მაღალია. შესაბამისად, მაღალი იქნება კონკურენციაც. ნამუშევრების მიღება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება ისეთი ცნობილი ადამიანებით, როგორიც არიან: მსახიობი ნიკოლოზ შენგელაია, კომპოზიტორი დავით ევგენიძე და სხვები, გამარჯვებულები კი სექტემბრის ბოლოს გამოვლინდებიან.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში „თბილისი“ მონაწილეობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღება საკრებულოს ვებგვერდზე: http://www.tbsakrebulo.gov.ge/ შეუძლიათ. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, ჟიური მათ სექტემბერში გამოავლენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები