Rey Airlines-ი საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს

თურქული ავიაკომპანია Rey Airlines-ი საქართველოს დროშის ქვეშ ავიაკომპანიის დაფუძნებას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებასა და სხვადასხვა მიმართულებით ფრენების განხორციელებას გეგმავს.
როგორც „კვირას“ კომპანია „ტავჯორჯიადან“ აცნობეს, Rey Airlines-მა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიასა“ და „ტავ ჰოლდინგის“ შუამდგომლობით, მოლაპარაკებები, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან დღეს გამართა.
შეგახსენებთ, რომ “ტავჯორჯია” TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტია შშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა დაბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით, „ტავჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიკურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. ამჟამად, „TAV Airports Holding” და მისი პარტნიორი კომპანია „Aeroports de Paris Group” მსოფლიო მასშტაბით ოპერირებას უწევენ 37 აეროპორტს და ემსახურებიან 200 მილიონზე მეტ მგზავრს, მათ შორის (სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი, ზაგრების, სკოპიეს, რიგის, მედინას აეროპორტები და სხვა). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიის აქციები თავისუფალ საჯარო გაყიდვაშია პარიზისა და სტამბოლის საფონდო ბირჟებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები