ირინა გაბიანის გამოფენა “გახსნილი სამყარო” გაიმართება

19 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ლუქსემბურგში მოღვაწე ქართველი არტისტის ირინა გაბიანის პერსონალური გამოფენის გახსნა – „გახსნილი სამყარო” გაიმართება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ირინა გაბიანის მიერ სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც მხატვარმა სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნა.

მისი ინსპირაცია არის მიკრო და მაკრო სამყაროები თავისი კომპლექსურობით, მრავალფეროვნებით თუ ყოველი დეტალით. არტისტის აზრით, კაცობრიობა იმ უნიკალურ ნაწილია, რომელიც უამრავი ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენისგან შედგება.

ირინა გაბიანი ცდილობს, თავის ნამუშევრებში გადმოსცეს მსგავსება უსასრულოდ დიდ სხეულებსა და უსასრულოდ მცირე ნაწილაკებს შორის. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები კონცეპტუალურად მთლიანად ამ თემას შეეხება.

ირინა გაბიანი არის ვიზუალური არტისტი, რომელიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ლუქსემბურგში. მუშაობს გრაფიკაში, ქმნის როგორც ორგანზომილებიან ნამუშევრებს, ასევე ინსტალაციებს, ქანდაკებას, ვიდეოარტს, პერფორმანსს და ფოტოს.

არტისტი ინტენსიურად მართავს გამოფენებს, მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო ვიდეო არტფესტივალებში, არტფორუმებსა და პრესტიჟულ საერთაშორისო პროექტებში. მათ შორის 2011 წელს ვენეციის 54-ე საერთაშორისო ბიენალეზე Arsenale-ს მთავარ საგამოფენო სივრცეში, იტალიის პავილიონში; ტორინოს ფესტივალში Video Dia Loghi, ასევე ედნბურგის საერთაშორისო ფესტივალში, 2013 წელს ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალში Toronto Urban Film Festival, კოლნის ვიდეო ფესტივალში Cologne OFF, პეკინის Contemporary Art Fair-ზე, 2012 წელს რომის არტფესტივალში Sguardi Sonori, ასევე საქართველოში Fest i nova-ში, თბილისის თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე – “არტისტერიუმი“. 2015 წელს ირინა გაბიანის ვიდეონამუშევარი “Part of the whole” იაპონიაში საერთაშორისო პროექტ „Time is Love“-ის ფარგლებში საგამოფენო სივრცე Design Lab Yokohama-ში აჩვენეს.

2015 წელს ტურინში გალერეა Giampiero Biasutti-ში ჰქონდა პერსონალური გამოფენა, ასევე ამავე წელს პარიზში Sobering Gallery-ში გაიმართა მისი ვიდეოების ჩვენება და Live-პერფორმანსი. 2015 წელსბერლინშიPlateau Gallery -შიარტისტმააჩვენათავისიLive-პერფორმანები „Take off your veil“, „Slave of your own system“. 2016 წელს პარიზში Galerie de la Voûte-ში მოეწყო ირინა გაბიანის ვიდეონამუშევრების ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები