საქართველოს სახელმწიფო ბალეტი საგასტროლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საგასტროლოდ გაემგზავრა. საბალეტო დასი ჯექსონის საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ერთმოქმედებიანი ბალეტების პროგრამით გამოვა. ამერიკაში დასის მიწვევა ნინო ანანიაშვილისა და ანდრის ლიეპას მიერ ჯექსონის პრესტიჟული საერთშორისო კონკურსის გრან-პრის მიღების 30 წლის იუბილეს ეძღვნება. ნინო ანანიაშვილი და საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ჯექსონში 16 ივლისს გამოვლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები