TBC STATUS-ი და საქართველოს რკინიგზა შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმში გამგზავრებას, #ჯაზმატარებლით, უფასოდ სთავაზობენ

TBC STATUS-ი და საქართველოს რკინიგზა შავი ზღვის ჯაზფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმში გამგზავრებას #ჯაზმატარებლით, ყოველგვარი საფასურის გარეშე სთავაზობენ. ”თი-ბი-სი ბანკის” ინფორმაციით, შესაბამისი აპლიკაცია „თი-ბი-სი ბანკის“ ფეისბუქის გვერდზე უკვე განთავსდა. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, ჩქაროსნული #ჯაზმატარებლით მოგზაურობას ისინი შეძლებენ, ვინც აპლიკაციაში პირველები დარეგისტრირდებიან. მატარებელი ბათუმის მიმართულებით, 15 ივლისს, 09:40-ზე, თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან გავა.
”#ჯაზმატარებელი ერთადერთი სიურპრიზი არ არის, რაც ჯაზის მოყვარულებს TBC STATUS-ისგან ელოდებათ. ვებგვერდი Hellojazz.ge სპეციალურად შავი ზღვის ჯაზფესტივალისთვის შეიქმნა და მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც ჯაზფესტივალის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სხვებისთვის გაზიარება, ასევე ბათუმში ვიზიტისას საჭირო ინფორმაციის მიღება.
კერძოდ: თქვენ შეგიძლიათ ბათუმის კორტების დიდი ეკრანებიდან მიესალმოთ თქვენს საყვარელ ჯაზშემსრულებელს. გადაიღეთ ფოტო ჯაზფესტივალზე და ატვირთეთ ფეისბუქზე, ან ინსტაგრამზე ჰეშთეგით: #HELLOJAZZ.
საკუთარ ფოტოებს კონცერტების მიმდინარეობისას, ბათუმის კორტებზე დამონტაჟებულ ეკრანებზე იხილავთ. ჯაზფესტივალზე გადაღებული ყველა ფოტო ვებგვერდზე – Hellojazz.ge აიტვირთება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ მიერ სოციალურ ქსელებში ატვირთული ფოტოები საჯარო (public) უნდა იყოს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ვებგვერდზე განთავსებული ბათუმის რუკით”, -აცხადებენ ბანკში.
ამასთან, ბათუმში მდებარე კვების ობიექტების, გასართობი და დასასვენებელი ადგილების, ასევე „თი-ბი-სი ბანკის“ ბანკომატების შესახებ ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის ნახვა Hellojazz.ge-ზე განთავსებული რუკის საშუალებით არის შესაძლებელი. ასევე, ვებგვერდზე ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების განრიგის შესახებ ინფორმაციაც არის ხელმისაწვდომი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები