თბილისში, ოპერის წინ, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავი გაიხსნება

14 ივლისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, თენგიზ მუშკუდიანის ვარსკვლავის გაიხსნება და გალაკონცერტი გაიმართება.
თენგიზ მუშკუდიანი საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში 32 წლის განმავლობაში მღეროდა, სადაც წამყვან საოპერო არიებს ასრულებდა. სასცენო მოღვაწეობის დასრულების შემდეგ კი პედაგოგიური საქმიანობა თბილისის კონსერვატორიაში გააგრძელა. ოპერის თეატრში დაგეგმილ კონცერტში, ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლების გარდა, მომღერლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. თენგიზ მუშკუდიანს კულტურის სამინისტროს ჯილდო, ხელოვნების ქურუმის გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები