კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთები დღეიდან გაიყიდება

პოპმომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში საიტიდან www.tkt.ge დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო. ბილეთის ფასი 50-დან 600 ლარამდე იქნება.
კრისტინა აგილერა საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena -ს კონცერტით 30 ივლისს გახსნის. ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის“ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena -ზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი 30 ივლისს იმღერებს. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა.
კონცერტზე მომღერალი სპეციალურად Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება და მის მიერ დაწერილ ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები