სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტები 157 464 071 ლარით დაფინანსდა

ინფრასტრუქტურული პროექტები გასულ წელს სამეგრელოს რეგიონში 157 464 071 ლარით დაფინანსდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, დაფინანსებულ პროექტებში გზების და ხიდების მშენებლობა, წყალსადენის, საკანალიზაციო არხებისა და წყალსაწრეტების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოების მშენებლობა, საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, ჯანდაცვის და კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის სამუშაოები შევიდა.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურებისათვის ტექნიკის შეძენა, სკოლების, ბაღებისა და რესურსცენტრების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სპორტული მოედნებისა და სპორტკომპლექსების მოწყობა-მშენებლობა, განათების სამუშაოები, მიმდინარეობს პატარა ფოთის 1 და მე-2 სატუმბი სადგურების აღდგენა-რეაბილიტაცია მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები