შეკვეთილში ახალ საკონცერტო დარბაზს, 30 ივლისს, მსოფლიოს პოპვარსკვლავი კრისტინა აგილერა გახსნის
შეკვეთილში, ახალ საკონცერტო დარბაზში, Black Sea Arena 30 ივლისს ცნობილი პოპვარსკვლავის, კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუკონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა. აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.
ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.
Black Sea Arena-ში სეზონის განმავლობაში ცნობილი ვარსკვლავების კონცერტებია დაგეგმილი.