შსს-ს მაშველებმა 3 მამაკაცი გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა ადიდებულ მდინარე ლიახვში ჩავარდნილი სამი მამაკაცი გადაარჩინეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში 3 მამაკაცი მდინარე ლიახვის ურმით გადალახვას ცდილობდა.
წყლის დონის მატების გამო, ისინი ნაპირზე გასვლას ვეღარ ახერხებდნენ და დახმარება ესაჭიროებოდათ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და მამაკაცები გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები