ფესტივალ „არტ-გენი 2016“-ის თბილისის ტური გაიხსნა

ფესტივალ „არტ-გენი 2016“-ის თბილისის ტური ანსამბლ „სუხიშვილების“ კონცერტით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, პროექტ Check in Georgia -ს ფარგლებში გაიხსნა. კონცერტში ასევე მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს ფოლკლორულმა ანსამბლებმა. უამინდობის გამო, დღეისთვის დაგეგმილი ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტი, რამდენიმე დღით გადაიდო და ფესტივალი 17 ივლისის ნაცვლად 18 ივლისს, მათი კონცერტით დაიხურება.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში რვა დღის განმავლობაში ყოველ დღე, 12 საათიდან, წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები. რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკალური ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. 13644391_1344357005592904_1686851634_n
წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა: “დავუბრუნდეთ სოფელს”.
„არტ-გენი 2016“ 28 მაისს ბოლნისში გაიხსნა, რის შემდეგაც მორიგი რეგიონული ტურნე სურამში გაიმართა და ქობულეთში დაიხურა.
თბილისური ტურის პროგრამა ასეთია: 12 ივლისი – ანსამბლი „ჩვენებურები“. 13 ივლისი – ჯგუფი „რეგიონი“. 14 ივლისი – რობი კუხიანიძე და “აუტსაიდერი”. 15 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“. 16 ივლისი – ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“. 17 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33 ა“.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. „არტ-გენის“ მხარდამჭერები არიან: „სავინო“ , „თი-ბი-სი ბანკი“ „ფარმადეპო“, „ლიკანი“. 13650508_1344357002259571_864978514_n
ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა და წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.
“ფესტივალის წყალობით საზოგადოებამ ბევრი, დღეს უკვე ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსი, ჯგუფი და შემსრულებელი გაიცნო. ფოლკლორისა და თანამედროვე ხელოვნების გაერთიანებით წლების განმავლობაში „არტ-გენმა“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და ცოცხალი მუსიკის განვითარებაში,”- აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები