საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე სტიქიის ზონაში გზის აღდგენით სამუშაოებს აკვირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი სეთურიძე ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე იმყოფება და სტიქიის სალიკვიდაციო და გზის აღდგენით სამუშაოებს ადგილზე უწევს კოორდინაციას.
სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, წაიღო სოფელ სულორის ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი (მე-12 კმ), რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამ დროისთვის, ჩატარებული სამუშაოების შედეგად მდინარე სულორი კალაპოტში დაბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. ვანი-სულორის გზაზე, საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
13643909_1119227474787797_1070241394_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები