რას ყვება მეუფე მელქისედეკი, რომელსაც აღსარება სულხან მოლაშვილმა ციხეში ჩააბარა?

რას უყვება “ალიას“ მეუფე მელქისედეკი, რომელსაც აღსარება სულხან მოლაშვილმა ციხეში ჩააბარა? – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ ვენეციისა და ვემიტოს ეპისკოპოს, მეუფე მელქისედეკთან (დიაკონიძე) სტატიას აქვეყნებს.
სასულიერო პირი ამბობს, რომ სულხან მოლაშვილის წამების შესახებაც ბევრი ინფორმაცია აქვს. “მისი “დანაშაული“ გახლდათ ის, რომ ხმამაღლა ამბობდა სათქმელს, ის იყო კონტროლის პალატის თავმჯდომარე და, შესაბამისად, ჰქონდა დოკუმენტაციებიდან ინფორმაცია, რას სჩადიოდა სააკაშვილი და ის ხმამაღლა ამბობდა,რომ დაუშვებელი იყო სააკაშვილისა და მისი ბანდის ხელისუფლებაში ყოფნა.
რაც შეეხება ვალერი გრიგალაშვილს, მის მოგვარე სამ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც სახელმწიფო სათავეში იდგნენ და როგორც მათ, ასევე ვალერი გრიგალაშვილს სისხლი აქვთ გაყინული და ქვეყნის დაქცევით გამოირჩევიან. ძალიან ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. ერთხელ ბატონ სულხან მოლაშვილს მოუნდა აღსარების ჩაბარება. 2004 წელს სააკაშვილის რეჟიმმა მეც გამასამართლა და ციხეში ერთად ვისხედით.
ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე წმინდა გიორგის ტაძარია და როდესაც ლოცვებს იქ ვატარებდი, პატიმრები შემოდიოდნენ და აღსარებას მაბარებდნენ, მათ შორის იყო სულხან მოლაშვილი და იმიტომ ვამბობ, რომ მის შესახებ ბევრი რამ ვიცი. სულხან მოლაშვილი იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი მძევალი, სააკაშვილმა მას არ აპატია ნიღბის ჩამოხსნა და მისი რეალური სახის საზოგადოებისთვის დანახვება“, – აცხადებს მეუფე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები