ქართული ფილმი “სხვისი სახლი” კარლოვი – ვარის კინოფესტივალის პროგრამის – EAST OF THE WEST გამარჯვებულია

რუსუდან გლურჯიძის ფილმი “სხვისი სახლი” კარლოვი-ვარის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. “სხვისი სახლი” საუკეთესო ფილმად საკონკურსო პროგრამაში East of the West აღიარეს.
დაჯილდოების ცერემონია 9 ივლისს კარლოვი-ვარში გაიმართა, რომელსაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ძირითადი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ერთ-ერთი წევრი წელს ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი ოვაშვილი იყო, რომელსაც კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი “ბროლის გლობუსი” აქვს მიღებული ფილმისთვის “სიმინდის კუნძული” (2014).
კარლოვი- ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი- ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება, კანის, ბერლინის, ვენეციის, სან-სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად. ცნობილი კინემატოგრაფისტები, დისტრიბუტორები და ჟურნალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ კარლოვი- ვარის კინოფესტივალი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები