რას ყვებიან მეზობლები ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალებაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის გარდაცვალების შესახებ მეზობლები დეტალებს იხსენებენ.
როგორც ქაშოტიანების მეზობლები ყვებიან, მათ უცნაური სუნი იგრძნეს. მათი თქმით, ძალიან მშვიდი და წყნარი ოჯახი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის უფროსი რუსეთში მუშაობდა.
„ზუსტად არავინ ვიცით, რა მოხდა. მეზობელმა უცნაური სუნი იგრძო, სახშლში შევიდა და მომხდარი დაინახა. გამოვიდა და ყვირილი დაიწყო. ძალიან მშვიდი და წყნარი ოჯახი იყო. ქმარი რუსეთში მუშაობდა. ბოლოს წინა საღამოს ვნახე. ღამე რა მოხდა, არ ვიცი. მომხდარის შესახებ ამბობენ, გაზით გაიგუდნენო. იმასაც ამბობენ, ხანძარი იყოო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, – აცხადებენ გარდაცვლილების მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ვაჩიანში დედა და სამი შვილი გარდაცვლილები იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები