ფოტოხელოვან ბესო გულაშვილის გამოფენა გაიმართა (ფოტო)

ფოტოხელოვან ბესო გულაშვილის პერსონალური გამოფენა გალერეა “T.G.Nili Art Space” – ში გაიმართა. 2005-2008 წლებში შექმნილი შავ-თეთრი ნამუშევრები, როგორც ავტორი ამბობს, ფოტოგრაფიის სიყვარულს და ამ პროფესიისადმი მის დამოკიდებულებას ასახავს.
პროფესიით მხატვარ – რესტავრატორი ბესო გულაშვილი 2002 წლიდან ფოტოჟურნალისტიკაში მუშაობს. თუმცა,მიიჩნევს, რომ კონცეპტუალურ ფოტოსა და ისტორიას ქმნის.
გულაშვილის შთაგონების წყარო ძველი ფოტოგრაფიაა. ის ძირითადად ექსტერიერზე მუშაობს.მოსწონს სოფლის თემაზე შექმნილი ფოტოები, შავ-თეთრი ფირი და ბზინვარება გამოსახულებაში. ბესო გულაშვილის ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში სამი კვირის განმავლობაში დარჩება.

received_1393764977305368

received_1393765010638698

received_1393764960638703

received_1393764987305367

received_1393765007305365


received_1393765000638699

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები