ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე ბათუმის დრამატული თეატრი წარდგა

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, მაყურებლის წინაშე “თეთრი ბაირაღებით“ წარდგა. სპექტაკლი რეჟისორმა გოგი ქავთარაძემ დადგა.

IMG_1212გოგი ქავთარაძე:   „მთელი სულით და გულით მადლობა მათ, ვისაც ეს იდეა დაებადა. ეს არის ძალიან დიდი საქმე და ნოდარ დუმბაძე ამას იმსახურებდა. რაც მთავარია, ნოდარი არის ჩვენი, ქართული თეატრის მკვებავი და არა მარტო, – მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების. მე ბედნიერი კაცი ვარ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი დავდგი და თამაშითაც 5 როლი ვითამაშე. ჩემთვის ნოდარ დუმბაძე არის ყველაფერი. ამავე დროს, მინდა გიგა ლორთქიფანიძეს ვუთხრა მადლობა, იმიტომ რომ მან მოიყვანა ქართულ თეატრში და დღეს ეს კაცი გვაკლდა ჩვენ… ყველას ვულოცავ და
ბედნიერი ვარ, რომ ეს ფესტივალი არსებობს“.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ვასილ ჩიგოგიძემ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს ფესტივალის დიპლომი და მინიატურული ქანდაკება გადასცა.

ნინო ჯაჯანიძე
IMG_1121 IMG_1041 IMG_1043 IMG_1046 IMG_1052 IMG_1058 IMG_1064      IMG_1071

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები