ქართული პროექტი “მოქალაქე წმინდანი” საერთაშორისო პლატფორმებზე წარმატებას აღწევს

თინათინ ყაჯრიშვილისა და ლაშა ხალვაშის პროექტმა “მოქალაქე წმინდანი” კიდევ ერთ საერთაშორისო ვორკშოპში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ორგანიზებას The Mediterranean Film Institute უწევდა.
The Mediterranean Film Institute ტრენინგორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში სცენარის წერის ყველაზე წარმატებულ პროგრამებს ახორციელებს. MFI პროგრამის მონაწილე წლების განმავლობაში 350 კინემატოგრაფისტი გახდა, მათ შორის Caroline Link, რომელიც 2003 წელს „ოსკარის“ მფლობელი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის – “არსად აფრიკაში” რეჟისორი და სცენარისტია.
“მოქალაქე წმინდანი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. მისით უკვე დაინტერესდნენ ისეთი საერთაშორისო პლატფორმები, როგორიცაა: EAVE producers workshop 2016 და La Fabrique des Cinema du Monde 2016. ამჟამად კი პროექტი Script2Film 2016-ისთვს შეარჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები