ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღე (ფოტო)

ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი მეორე დღეა მიმდინარეობს.
დღეს, მაყურებლის წინაშე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი სპექტაკლით “კუკარაჩა” წარსდგა. „კვირა“ ფესტივალთან დაკავშირებით რეჟისორ გიზო ჟორდანიას ესაუბრა:

გიზო ჟორდანია:
ეს არის შესანიშნავი წამოწყება. მოიცავს არამარტო ოზურგეთს, არამედ მთელ გურიას და მთელ საქართველოსაც. ყველა კუთხიდან ჩამოდიან თეატრები და აჩვენებენ თავის ხელოვნებას, დუმბაძის ნაწარმოების მხედვით. ადამიანი, რომელიც სიკეთეს თესავდა მთელი ცხოვრება და სიკეთით ცხოვრობდა. ჩვენი – ოზურგეთლების წარმოდგენაც ამას მიეძღვნა. თემას, სადაც დაცულია ბიბლიის საღმრთო წიგნის ყველა შეგონება. გუშინდელ სპექტაკლში კი ბოშებმა ეს დაარღვიეს, მიუხედავად იმისა ძალიან კეთილმოსურნე ადამიანები არიან, უფალმა ისინი ქურდებად გააჩინა. აქაა ორი იდროლოგიის ერთმანეთთან შეჯახება, რაც შემდეგ ბადებს ჭეშმარიტებას.
რამდენად მასშტაბურია ფესტივალი?
საერთაშორისო ფესტივალია. წელს ლიტვიდან, იოანს მილტინისის დრამატული თეატრიდან ჩამოდიან მსახიობები. ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი იქნება ლიტველების და ქართველების ერთობლივი სპექტაკლი – „გამარჯობა ხალხო!“, რომელიც ვასილ ჩიგოგიძემ დადგა.
თეატრების გარდა, მაყურებლისთვის ფესტივალი რამდენად მნიშვნელოვანია?
თუ კარგად მიაწოდა თეატრმა, წაიღებს იმას რაც დევს სპექტაკლში და ასევე რა თქმა უნდა ნაწარმოებში. ეს არის მსოფლიო ღირებულებები. ეს არის რელიგიური ღირებულებები, რაც ყველაზე უფრო ღირებულია იმ ღირებულებათა შორის რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის დასს ვასილ ჩიგოგიძემ ფესტივალის დიპლომი და მინიატურული ქანდაკება გადასცა.
IMG_0989 IMG_0993 IMG_0995 IMG_1001 IMG_1025 IMG_1027

                                                                                                                                                                                                             ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები