დავით ნარმანიამ და ზაზა გაბუნიამ ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. როგორც „კვირას“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ქუჩაზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარი იგება დაისის, უიარაღოსა და ბოგვის ქუჩებზე. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ღრმაღელის პირველ შესახვევშიც. პარალელურად რეაბილიტაცია უტარდებათ ღრმაღელის მეტროსადგურთან და დადიანის მე-2 მ/რ-ში კორპუსებს შორის არსებულ სკვერებს.
13598931_1174156282606863_225432858_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები