თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოში ხელისუფლებას ძალადობრივი გზებით ვერავინ დაამხობს
,,ქართული ოცნების” დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებას ძალადობრივი გზებით ვერავინ დაამხობს.
„გამოსვლით არაფერი გამოუვათ. საქართველოში ხელისუფლებას ძალადობრივი გზებით ვერავინ დაამხობს, ეს უნდა იცოდნენ მათ და მათმა პატრონებმაც. იმხელა თანხა აქვთ დახარჯული საქართველოში არეულობის შემოტანისთვის, აქტიური მოქმედებებისკენ უბიძგებენ მათ, ვისაც გადაუხადეს. ესენი ცდილობენ, რომ დაანახვონ თავიანთ პატრონებს, რომ ტყუილად წყალში არ გადაუყრიათ ეს ფული და რაღაცებს ფაფხურობენ. ერთი იცოდნენ, თუ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო შეკრებამ, ესეც კონსტიტუციაში წერია, მას აღკვეთს ხელისუფლება და პასუხისგებაში მისცემს იმ პირებს, ვინც რაიმე ძალადობრივს დააპირებს. არავითარი მშვიდობიანი დამხობის ცნება არ არსებობს. ყველანაირი დამხობა არის ძალადობასთან დაკავშირებული“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.