თამარაშვილის გამზირზე ავარია მოხდა – დაშავდა ერთი ადამიანი
თბილისში თამარაშვილის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს მოტოციკლეტი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.