ირაკლი ქადაგიშვილი: ეს ე.წ. პროტესტი ძირითადად არის უცხოეთიდან დაფინანსებული
,,ასეთი ვიზიტი და ზიზღის ენის პროპაგანდისტებთან შეხვედრა, არის ერთგვარი წახალისება”, – ამის შესახებ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა, პაველ ჰერჩინსკისა და ოპოზიციის აქტივისტების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ე.წ. პროტესტი ძირითადად არის უცხოეთიდან დაფინანსებული, ეს ფონდები უდგანან სათავეში, რომლებიც მათ შორის, ევროკავშირის თანხებით აფინანსებენ ამ ე.წ. პროტესტს. ეს პროტესტი გამოირჩევა უკიდურესი პოლარიზაციის, ზიზღის ენით. ასეთი ვიზიტი და ზიზღის ენის პროპაგანდისტებთან შეხვედრა, არის ერთგვარი წახალისება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გურიაში ევროპელი დიპლომატისა და ოპოზიციის აქტივისტების შეხვედრა გაიმართა.