ავთანდილ თალაკვაძემ საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი საჯარო  მიულოცა.

“ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას სტუდენტებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასელებს და პირველკურსელებს, რომლებიც ამ დღეს დიდი მონდომებით ხვდებიან. ჩემო ძვირფასებო, წინ არაერთი განათლებით მიღწეული გამარჯვება გელოდებათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს!”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერთან ერთად სკოლებში მერის მოადგილე ნათია გოლიაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლალი სიჭინავა იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები