“ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ” – კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აცხადებს, რომ ბრიტანელებს აქვთ უფლება, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატონ.

ამის შესახებ სტარმერი სოციალურ ქსელში წერს.

“ხალხს აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ეს ჩვენი ქვეყნის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია. მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით პოლიციელებზე თავდასხმებს, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ ან იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქუჩებში შიშს გრძნობენ თავიანთი წარმომავლობის ან კანის ფერის გამო”, – წერს სტარმერი X-ზე.

ცნობისთვის, შაბათს ლონდონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციაში, სულ მცირე, 100 000 ადამიანი მონაწილეობდა, აქციის დროს 25 ადამიანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები