ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, ახალი სასწავლო წელი საჯარო და მართლმადიდებლური სკოლების მოსწავლეებს მიულოცა.

“ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 235-მა პატარამ შეაღო სკოლის კარი პირველად. მინდა, გისურვოთ წარმატებული და საინტერესო მომავალი. წარმატებების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის!” – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მერთან ერთად სკოლებში მერის პირველი მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე, საკრებულოს დეპუტატი კახა კვიტაიშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები