მარტვილის მერმა სკოლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, სკოლებს სასწავლო წლის დაწყება  მიულოცა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

,,დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები