თელავი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

19-25 სექტემბერს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, ერთკვირიანი ფესტივალის განმავლობაში მსმენელის წინაშე წარდგებიან საერთაშორისო და ქართული კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები:

პიანისტი ელისო ვირსალაძე;

დავიდ ოისტრახის კვარტეტი;

პიანისტი ფილიპ ლინოვი;

ვიოლონჩელისტი იბაი ჩენი;

გორის ქალთა კამერული გუნდი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი – თეონა ცირამუა.

დირიჟორები – მირიან ხუხუნაიშვილი და კახი სოლომნიშვილი.

გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი;

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის (ნიჭიერთა ათწლედის) მოსწავლეები.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება „საუბრები მუსიკაზე“ და მასტერკლასები სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები