მანანა კობახიძე სულხან მოლაშვილზე: ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სულხან მოლაშილის დაკრძალვის დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა რურუას პოზიციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რურუას უთქვამს, მგონი, სულხანი არ ყოფილა პოლიტპატიმარიო, რადგან ის პოლიტიკოსი არ იყოო… ამაზე მეტი ცინიზმი რა გინდათ?! თუმცა, მგონი, ”მართალია” რურუა. აი, „ნამდვილი პოლიტიკოსი” მათი არის წერეთელი, რომელიც ყოველთვის, ყველა დროს, ყველასთან და ყველაფერთან იყო შერიგებული! კომუნისტური რეჟიმის დროს – სასათბურე პირობებში, შევარდნაძის დროს -დაწინაურებული, „ნაცების“ დროს – თანამდებობას კიდევ უფრო კომფორტულად მორგებული, ჩვენ დროს ხომ, საქართველო აღარ ყოფნის ასპარეზად და ახლა 57 ქვეყნის უსაფრთხოებაზე ”უნდა იზრუნოს” და თან, ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს თურმე, იმიტომ, რომ ”კარგი პოლიტიკოსია”?! …. დღეს სულხანს ვემშვიდობებით! კიდევ ერთხელ დავწერ – ის, ის მკვდარიც ბევრ ცოცხალს აჯობებს!… ყველამ, ვისაც მის წამებაში, ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, ეს ღირსების საქმეა, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა!“ – წერს მანანა კობახიძე.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში, საფრანგეთში ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. მას დღეს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები