„როგორც უკრაინა, ასევე, მოლდოვა ლიდერობს კორუფციის მიმართულებით და ძალიან უხეშად ილახება ორივე ქვეყანაში ადამიანის უფლებები” – რატი იონათამიშვილი
“ყველაფრის ფონზე, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება და ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ კრიზისს გვიჩვენებს, რომელიც ევრობიუროკრატებში არსებობს დღეს. როგორც ჩანს, ეს კრიზისი დარჩება, როგორც ევროკავშირის შავი ლაქა”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მან გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტზე ისაუბრა.
„როგორც უკრაინა, ასევე, მოლდოვა ლიდერობს კორუფციის მიმართულებით და ძალიან უხეშად ილახება ორივე ქვეყანაში ადამიანის უფლებები. ეს ყველამ ვიცით და ეს არის ის, რაც არის ფაქტი. ამ მხრივ თუ საქართველოს შევადარებთ ერთი მხრივაც და მეორე მხრივაც საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი. ეს ასევე ევროკავშირის მიერ დაკვეთილი ანგარიშებიდანაც კარგად ჩანს. ყველაფრის ფონზე, როდესაც ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები ხდება და ორმაგი სტანდარტი, მხოლოდ და მხოლოდ იმ კრიზისს გვიჩვენებს, რომელიც ევრობიუროკრატებში არსებობს დღეს. როგორც ჩანს ეს კრიზისი დარჩება, როგორც ევროკავშირის შავი ლაქა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.