“ევროპარლამენტი და ევროკომისია რომ გადაქცეული არიან დეზინფორმაციის გამავრცელებლად, ეს ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე” – გორდულაძე

“ევროპარლამენტი და ევროკომისია რომ გადაქცეული არიან დეზინფორმაციის გამავრცელებლად, ეს ნათლად ჩანს საქართველოს მაგალითზე. ახლა, რა თქმა უნდა, მათაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებული არსებული რეალობა დაეწერათ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

კერძოდ, მან გაფართოების შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტზე ისაუბრა.

„ისინი არა მხოლოდ სიტყვას და გამოხატვას ებრძვიან, სიმართლეს ებრძვიან, ისინი ფაქტებს ებრძვიან, მათ შორის წერილობითი ფორმითაც, რაც გამოიხატება ანგარიშში მოლდოვისა და უკრაინის შესახებ სიმართლის თქმის შეუტანლობაში. შეუძლებელია კორუფციაზე, მედიის წინააღმდეგ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითები ჩაეწერათ თავისსავე ანგარიშში და შემდეგ აქედან გამომდინარე საქართველოზე განცხადებები გაეკეთებინათ მაშინ, როდესაც საქართველოში ამის აბსოლუტურად საპირისპირო მოცემულობა გვაქვს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და მოლდოვის შეფასების დოკუმენტიდან ამოიღო მუხლები კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები