პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ტულსი გაბარდის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მგონი, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საკმაოდ გასაგებად ამბობს, თუ ვინ არის დღეს ამრევი”, – წერს პაპუაშვილი
ტულსი გაბარდი აცხადებს: “ისინი აღვივებენ შიშსა და ისტერიას. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ აშშ-ის არმია რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაითრიონ, რაც, საბოლოოდ, ევროკავშირსა და ნატოს სურთ. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ”.