“ქართველია და ქართულ საქმეს გააკეთებს”! – ამ სენტიმენტებით საზოგადოებას ნუ მოვატყუებთ”!

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ მანანა კობახიძისთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც არ ესმით, თუ რატომ აპროტესტებს ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის კანდიდატურის წარდგენას.
კობახიძე ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე მიუთითებს და წერს, რომ ამ შეცდომების გამო გიგი წერეთელს არასოდეს არაფერი უთქვამს. დეპუტატის შეფასებით, ეს ნიშნავს იმას, რომ წერეთელიც თანამოაზრე და თანამონაწილეა იმ დანაშაულების, რაც წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა
„როცა არასოდეს არაფერი გაგიპროტესტებია, როცა მთელი შენი გუნდის საქმიანობა ძალადობაზე, ადამიანის განადგურებაზე, ღირსების აყრაზე, წართმევაზე, ცინიზმზე იდგა და მაინც არაფერი გითქვამს, როცა მქუხარე ტაშს უკრავდი შენი პრეზიდენტის ყველა ახირებას, როცა არ გინანია რუსთაველზე მოკლული და დასახიჩრებული ადამიანების გამო, როდესაც საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის სურვილი არ გაგჩენია მაშინაც, როცა მამა შვილის საფლავზე უმოწყალოდ დააკლეს, როცა არ შეგრცხვა და არც ახლა გრცხვენია მოლაშვილის და სხვა, რეჟიმს შეწირული ადამიანების გამო და კიდევ ბევრი რამის გამო, მაშინ შენც თანამოაზრე და თანამონაწილე ხარ ამ დანაშაულის – სახელმწიფო ხელისუფლების ხალხზე ძალადობის! ჰოდა, რატომ გიკვირთ, თუკი ასეთი კანდიდატის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის საკითხზე კრიტიკული პოზიცია გამოვხატეთ?! აი, “ქართველია და ქართულ საქმეს გააკეთებს”! – ამ სენტიმენტებით საზოგადოებას. ნუ მოვატყუებთ! დიდი ხანია, ვნახეთ ჩვენ მათი ”ქართული საქმე”, დანარჩენი კი დელეგატთა საქმეა!“, – წერს მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები