ირაკლი შიხიაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„მინდა მივულოცო ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე! დღე, რომელიც შეგვახსენებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მნიშვნელობას. ვულოცავ ხალხს, რომელიც ურყევად იცავს და მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას, ქვეყნის სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,-აცხადებს შიხიაშვილი.
ცნობისთვის, ირაკლი შიხიაშვილი ამერიკული „რესპუბლიკური პარტიის“ უძველესი და ისტორიული კლუბის „ქვინსის“ საპატიო წევრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები