“შავფაროსნები“ იტალიაში მსოფლიო ფესტივალზე წარდგებიან

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ ქართულ კულტურას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე “Natale di Roma“-ზე წარადგენენ. აღნიშნული ფესტივალი რომის დაარსებას ეძღვნება და იტალიაში რამდენიმე ათეული წელია საზეიმოდ აღინიშნება. 19-21 აპრილს „შავფაროსნები“ ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულებას წარადგენენ; ფესტივალის მაყურებელს ისინი საქართველოს საბრძოლო ისტორიას, ქართულ ისტორიულ იარაღს, ქართულ სამოსსა და „ანსამბლ“ „ჩვენებურებთან“ ერთად შესრულებულ ქართულ სიმღერას გააცნობენ. “შავფაროსნების” მიერ წელს ფესტივალზე მებრძოლი ქართველი ქალის სახეც იქნება წარმოდგენილი, რადგანაც რომაელი ისტორიკოსების ცნობით, საქართველოში ლაშქრობისას პომპეუსს მამაკაცებთან ერთად ქართველი ქალებიც ებრძოდნენ. ნიშანდობლივია, რომ “Natale di Roma“ –ზე იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას ისტორიული კავშირი ჰქონდა. 2012 წელს, „შავფაროსნების“ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, „შავფაროსნები“ „Natale di Roma“-ს მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდნენ. პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამიდან „ქართული სეზონი“. პროექტი ინიცირებულია ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის „შავფაროსნები“ დირექტორის ირაკლი ქოქოსაძის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები