კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის კონცერტი

  გერმანიაში მოღვაწე ქართველი დირიჟორი იური დადიანი კონსერვატორიის სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს. კონცერტი კვირას, 6 აპრილს 19 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. მაყურებლის წინაშე სტუდენტური ორკესტრის სოლისტები: ირინა შერაზადაშვილი (სოპრანო), ალუდა თოდუა (ბარიტონი) და გოდერძი ჯანელიძე (ბანი) წარდგებიან. პროგრამაშია: ვაგნერის, ვერდის, მშველიძისა და ლაღიძის ნაწარმოებები. დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი – იური დადიანი 1994 წლიდან გერმანიის კომპოზიტორთა კავშირის GEMA-ს წევრია. იგი 200-მდე ნაწარმოების ავტორია და 15 გამოცემასთან თანამშრომლობს. 1979 წელს ოდისეი დიმიტრიადის სადირიჟორო კლასი დაამთავრა და მრავალ ქართულ ორკესტრს დირიჟორობდა. ამჟამად იური დადიანი რამდენიმე გერმანული გუნდის ხელმძღვანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები