„რკინის თეატრში“ დავით ანდღულაძის სპექტაკლ „ჩიტების“ პრემიერა გაიმართება

1, 2, 3 და 10 ივლისს, 20:00 საათზე, „რკინის თეატრში“ გაიმართება დავით ანდღულაძის სპექტაკლის პრემიერა – „ჩიტები“ (ალექსანდრე ქოქრაშვილის „მეზუნია ჩიტების“ მიხედვით).
სპექტაკლში მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, ზურა ყიფშიძე, დავით როინიშვილი, ირაკლი სამუშია, ზაზა თაგოშვილი, ნატო ესაკია.
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
1, 2, 3 და 10 ივლისს, „რკინის თეატრში“ საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, აღნიშნული სპექტაკლით 17 ივლისს გაიხსნება ფოთის რეგიონული თეატრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი.
„ჩიტები“ ცხოვრებისეულ მომენტებს აცოცხლებს, როცა აღმოაჩენ შენი ყოფის აბსურდულობას და თუ ენერგია შეგრჩება, იწყებ მისი შეცვლისთვის ბრძოლას – ბრძოლას ცხოვრებასთან, საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან. ნაწარმოები ეგზისტენციალურ ხასიათს ატარებს. სპექტაკლის გმირები არც საკუთარ თავთან არიან ჰარმონიაში და არც ბუნებასთან. სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – მარტოობა, ადამიანის მარტოობა მის მიმართ მტრულად განწყობილ სამყაროში. რამდენად მოახერხებენ ცხოვრების შეცვლას სპექტაკლის გმირები, ეს უკვე მათ ნიჭზე, უნარზე და კიდევ … რაღაცაზეა დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები