ნინო სურგულაძეს “ოპერის ოსკარი” გადაეცა

მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული „ოპერის ოსკარი“ გადაეცა. ნინო სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნომინაციაში – საუკეთესო მეცო-სოპრანო გაიმარჯვა.
დაჯილდოების ცერემონია იტალიაში გაიმართა და მას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ლეგენდარული ბალერინა კარლა ფრაჩი. საღამო ცნობილ ესპანელ მსახიობსა და ტელევარსკვლავს მიჰყავდა.
“მიხარია ეს საოპერო ოსკარი, პირველი საოპერო ოსკარი ქართული საოპერო ვოკალური სკოლისთვის. მე მას ვუძღვნი თითოეულ ქართველს. ასევე, ჩემს უსაყვარლეს და დიდ პედაგოგს, გულიკო კარიაულს და დედას, ნუნუკას. წარმატებები მსურს ვუსურვო ყველა ჩვენს უნიჭიერეს ქართველს საქართველოში თუ საზღვარგარეთ!”, – აცხადებს სურგულაძე.
13578761_1336576896370915_1397740745_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები