მანანა კობახიძე: სულხან მოლაშვილი… დანაშაულებრივ რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი!

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სულხან მოლაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
კობახიძე მიიჩნევს, რომ მოლაშვილი “დანაშაულებრივი რეჟიმის მსხვერპლია”.
“ერთ წამში ყველაფერი თავიდან გამახსენა ამ ადამიანის წასვლამ, ტრაგიკულად წასვლამ ამ ქვეყნიდან…
ციხის საავადმყოფო, აუტანელი სუნი, კიბეები, რომელზეც ბევრჯერ, უნებლიეთ შევჩერებულვარ, რათა ზეწარგადაფარებული პატიმრისთვის გზა დამეთმო, რომელსაც ისე უბრალოდ, აუღელვებლად მიაქანებდნენ ბოლო გზაზე… არაამქვეყნიური ხავილი, რომელსაც მხოლოდ იქ გაიგონებდით… სასოწარკვეთილი თვალები, რომლებიც მუდამ შველას ითხოვდნენ… საკანი სათვალთვალო კამერით და ჩურჩულით მოყოლილი ამბავი, წამების ამბავი… შემდეგ ბრძოლა, უსასრულო ბრძოლა, რომლის შედეგიც არ იცი, მაგრამ იცი, რომ მას ყოველთვის აქვს აზრი… მთავარია, არ დაგვაგვიანდეს…
სულხან მოლაშვილი…. დანაშაულებრივ რეჟიმს შეწირული კიდევ ერთი მსხვერპლი!!!… ძალიან ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ!!! ვუსამძიმრებ მის ოჯახს, შვილებს, თათიას, რომელსაც ახლა ვიცი, ძალიან უმძიმს… ელენეს, რომელიც მაშინ სულ პატარა, სამი წლის ასაკში მამასთან ციხეში ჩუმად შეყავდათ…
მერამდენე ტრაგიკული ისტორია, მერამდენე სიცოცხლე”?! – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები