ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა გამოფენა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის მოსწავლეთა ერთობლივ გამოფენას უმასპინძლებს. აქ სტუდიის მოსწავლეთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა 1 აპრილს, 18 საათზე გაიხსნება. ზაურ სულაკაურის სამხატვრო სტუდია 2005 წლის 25 თებერვალს დაარსდა. დღეისათვის სტუდიას 180 მოსწავლე ჰყავს. ხატვის გარდა ძერწვას, გამოყენებით ხელოვნებასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლიან. ამჟამად თავად ზაალ სულაკაური ხატვის გაკვეთილებს აღარ ატარებს, თუმცა ყველა გაკვეთილს ესწრება, ათვალიერებს ბავშვების ნამუშევრებს და რჩევებს აძლევს მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები