გოგი ცაბაძის შემოქმედება ერთ ალბომად გამოიცა

  თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით სატრასტო კომპანია “ედემმა” ქართული ქალაქური საესტრადო სიმღერის, ოპერეტის, მუსიკალური კომედიისა და მუზიკლის ფუძემდებლის გოგი ცაბაძის შემოქმედების ამსახველი საიუბილეო აუდიოვიდეო ალბომი “პაწაწინა სამოთხე” გამოსცა. პროექტის მთავარი მიზანია, საზოგადოებისთვის უცნობი გოგი ცაბაძის სიმღერების ჩანაწერების შემდგომი დაზიანებისგან დაცვა და მისი ციფრულ ფორმატში გადატანა და რესტავრაცია. მოძიებული იქნა გოგი ცაბაძის ცხოვრების სატელევიზიო და საოჯახო ვიდეოჩანაწერები. 30- საათიან ვიდეომასალას ჩაუტარდა საექსპერტო ანალიზი, დახარისხდა და შემდეგი დამუშავებისათვის პროექტზე მომუშავე შემოქმედებით ჯუფს გადაეცა. ასევე მოძიებული იქნა მხატვრული ფილმის “ვერის უბნის მელოდიების” ყველა არსებული ვიდეოჩანაწერი, რომლებსაც ჩაუტარდა კონსერვაცია, მასტერინგის სამუშაოები, მაგნიტური ფირებიდან თითოეული ვიდეომასალის გადაწერა კომპიუტერულ პროგრამებში, ასევე აუდიომასალის ციფრულ ფორმატში გადატანა, კონსერვაცია და საერთო ფონეტიკის შექმნა. მიღებული მასალებიდან დაკომპლექტდა 14 აუდიოდისკი და დამზადდა 14 მასტერდისკი შემდგომი ტირაჟირებისათვის. ფილმის ხმის კორექციის აღდგენის შემდეგ შეიქმნა საბოლოო ვიდეოპროდუქტი უმაღლესი ხარისხით. ალბომში ერთ შეკვრაში თავმოყრილია ცაბაძის 100-ზე მეტი სიმღერა და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი 30 -საათიანი ვიდეომასალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები