პოლიციის გენერალი და შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე ოზურგეთში კენჭს იყრის

პოლიციის გენერალი და შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე ზურაბ ჩხაიძე ოზურგეთში კენჭს იყრის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა უკვე ნამდვილად დამღალა ამ ჭორებმა და ზურგს უკან ჩურჩულებმა! ვაცხადებ, რომ კენჭს ვიყრი საპარლამენტო არჩევნებში ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან და შევეცდები, დავიბრუნო სადეპუტატო მანდატი, რომელსაც გამოვიყენებ ოზურგეთელთა საკეთილდღეოდ და არა პირადი ინტერესებისთვის. ვისაც გჯერათ, მხარი დამიჭირეთ და შემდეგ პასუხიც მომთხოვეთ!” – წერს ზურაბ ჩხაიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები