გამოვიდა გიორგი ერგემლიძის ალბომი

  გამოვიდა გიორგი ერგემლიძის ალბომი, რომლის სახელწოდებაა “9”.
“ბუქ სითიში“ 6 აპრილს, 19 საათზე ამ ახალი ალბომისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართება. გიორგი ერგემლიძის პირველი ნამუშევარია სიმღერა „გემი მიდის“, რომელიც 15 წლის ასაკში შექმნა. 2002 წელს მამის, ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებიდან სიმღერა „ცხოვრება სცენაა“, ხოლო მოგვიანებით კი ბექა მეტრეველთან „შენ კი სადა ხარ“ შეასრულა. ამავე წელს დუეტ ამერიკელი მომღერლის „ჟოეს“ შემოქმედებიდან ერთ-ერთი სიმღერის ქართული ვარიანტი „შარზეა“ შეასრულა. 2004 წელს ისევ მამის შემოქმედებას დაუბრუნდა და სიმღერაზე „თეთრი გოგო“ კლიპიც გადაიღო. მომღერალი უცხოურ საპროდიუსერო კომპანიებთან თანამშრომლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები