“ქართული ბრენდის დღე 2016” სექტემბერში სტარტს იღებს და ახალი კომპანიების გამოსავლენად ემზადება

“ქართული ბრენდის დღე” – საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილის” მიერ დაფუძნებული და დაპატენტებული პროექტია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. 15-წლიანი არსებობის მანძილზე მან 500 – ზე მეტი წარმატებული ქართული ბრენდის გამოვლენა შეძლო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს მრეწველობისა და ბიზნესის განვითარებაში. პროექტი, რომლის ფარგლებში დაწესებული ჯილდოებიც დღეს ყველაზე სასურველი და რესპექტაბელურია, სექტემბრიდან სტარტს იღებს და ახალი კომპანიების გამოსავლენად ემზადება. ორგანიზაციის დამფუძნებლისა და დირექტორის, მანანა გეგიძის განცხადებით, წარმატებული ბრენდების გამოვლენის პროცესი სულაც არ არის მარტივი და საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.

– როგორია თქვენი კომპანიის შეფასების სისტემა და რა კრიტერიუმებით ხდება წარმატებული კომპანიების გამოვლენა?
– ბრენდის შეფასების სისტემა უნიკალურია, მას მრავალი კრიტერიუმი განსაზღვრავს, მათ შორის ცნობადობა, მარკეტინგული სტრატეგია, პიარ – სტრატეგია, ქველმოქმედობა და მეცენატობა. ქულებიც შესაბამისად იწერება, წლის ბოლოს ჯამდება პორტალის შედეგები. „ქართული ბრენდის დღეს“ აქვს პორტალი: Georgianbrend.ge, რომელიც 2006 წელს შეიქმნა. ამ ეტაპზე, პორტალზე რებრენდინიგი მიმდინარეობს, მომხმარებლებისთვის ის უმოკლეს ვადაში გახდება ხელმისაწვდომი. საზოგადოებას ის ბრენდების შეფასების უნიკალურ სისტემას სთავაზობს. ამ ყველაფერს, საველე კვლევებიც ერთვის თან. არის ჯგუფი, რომელსაც ახალბედა კომპანიების გამოვლენა შეუძლია. ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე მიდის და ეცნობა კომპანიის საქმიანობას – რა პროდუქცია აქვს და რა სერვისები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ქართული ბრენდის საპირწონეა, მაშინ ხდება ამ კომპანიების გამოვლენა და წახალისება.
– ქალბატონო, მანანა, როგორია პროექტის ნომინაციები?13530503_1709458599305710_651963337_n
– ძირითადი ნომინაციებია: „ლიდერი“ „რეპუტაცია და ნდობა“, „წარმატებული ახალი სახელი“, „წარმატებული პროექტი“. მინდა გამოვყო ჩვენი ერთ-ერთი ნომინაცია: “ ბრენდ პერსონა“, რომელიც საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში დღეს ბევრი ბრენდპერსონაა. პირველი ბრენდპერსონა 2008 წელს დაჯილდოვდა. ეს იყო ბუბა კიკაბიძე. 2009 წელს – ნანი ბრეგვაძე, 2010 წელს – ოთარ მეღვინეთუხუცესი, 2011 წელს – გივი ბერიკაშვილი, 2012-ში – მურმან ჯინორია. 2013 წელს ჯამლეტ ხუხაშვილი, 2014 წელს – ნინო აბაშიძე, წელს კი – პაატა ბურჭულაძე. ღონისძიება ყოველ წელიწადს, დეკემბრის შუა რიცხვებში იმართება. წელს ღონისძიება მეთექვსმეტედ გაიმართება, როგორც წესი, ის არის ძალიან პომპეზური და დატვირთული შოუს ელემენტებით, მაღალია მასმედიის მხარდაჭერაც.
– თქვენ ამ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ბრძანდებით, რა პრობლემებთან გამკლავება უწევს დღეს წარმატებულ ქალს და რამდენად რთულია ამ სტატუსის ტარება?
– პირველ რიგში, საჭიროა, რომ ადამიანი ბუნებით იყოს მოტივირებული და ორგანიზებული. ის უნარ-ჩვევები რაც მე თანდაყოლილი მქონდა, დროთა განმავლობაში ცოდნით და გამოცდილებით შეივსო. ჩემს საქმიანობაში ჩემი ჟურნალისტური გამცდილებაც დამეხმარა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროექტის წარმატებული საქმიანობისთვის, მთელი გუნდი მუშაობს. „ქართული ბრენდის დღის“ სულის ჩამდგმელი ბატონი ელგუჯა მარღია გახლავთ,“ პროფილში“ ის საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელია. ამ პროექტს მე მასთან ერთად ვუძღვები.
– როდესაც საქმე ასეთ მაშტაბურ პროექტს ეხება, როგორც ფიქრობთ, რთულია წარმატების მიღწევა?
– არ არის მარტივი, იმდენად, რამდენადაც თითონ პროექტი საკმაოდ რთული აგებულებისაა და ბევრი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. ჩემთვის, როგორც ორგანიზატორისთვის, ყველა დეტალი, რომელიც ამ კონკურსს ახლავს თავისი არსით, იმდენად სანერვიულო და შრომატევადია, რომ, ვფიქრობ, ყოველ წელს ხელახლა ვიბადები. პროექტი საკმაოდ საპასუხისმგებლოა, თუმცა როდესაც ასეთი სერიოზული განაცხადი გაქვს, ნორმებსაც უნდა პასუხობდე. საუბარია შესაბამის განათლებაზე, ორგანიზაციულ საკითხებზე და ა.შ. ამ პროექტის გენერალური მენეჯერები ყველა დროში საკმაოდ გამოცდილი ადამიანები იყვნენ – ნინო ცისკარაშვილი, მანანა გეგია, რომელიც პროექტს 8-9 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა, ნინო ცისკარაძე. ამჟამად პროექტს სათავეში ავთო ჩიტიძე უდგას. ყველა ის ადამიანი, ვინც ჩამოვთვალე, ჩემი მეგობარია. მათი სახელები ოქროს სახელებია “ქართული ბრენდის დღის” ისტორიაში, თუმცა ასევე დასაფასებელია ასისტენტებისა და სხვა მენეჯერების შრომაც.
– შეგიძლიათ, დამისახელოთ რამდენიმე ისეთი კომპანია, რომლის აღმოჩენაც, როგორც წარმატებული ქართული ბრენდისა, თქვენთვის განსაკუთრებით საამაყოა?13510446_1709461549305415_1369709199_n
– 2016 წლის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „დერმა“, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ასევე გამოვყოფდი სამშენებლო კომპანია „სვეტს“, რომელიც განსაკუთრებით ქველმოქმედია. სუხიშვილების მთელ დასს მან ბინები გადასცა, რაც ნამდვილად დასაფასებელია. საზოგადოებამ ამ ფქტის შესახებ კარგად იცის, რადგან ეს მოვლენა მედიითაც აქტიურად გაშუქდა.
– „ქართული ბრენდის დღე“ სექტემბერში ახალ სტარტს იღებს და წარმატებული კომპანიების გამოსავლენად ემზადება, ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილების შეტანას, თუნდაც ნომინაციების კუთხით?
– პროექტის სპეციფიკიდან და კომპანიების ხასიათიდან გამომდინარე, ცვლილებები ყოველ წელს ხორციელდება. ის, რაც უცვლელად რჩება, არის პროექტის პომპეზურობა და საზოგადოების მაღალი ინტერესი ჩვენ მიმართ. ვგულისხმობ როგორც რიგით ადამიანებს, ასევე სხვადასხვა კომპანიას და მედიას, რადგანაც, როგორც წესი, პროექტის მიმდინარეობს აქტიურად აშუქებს სხვადასხვა მედიასაშუალება.

 13480267_1709461559305414_1321811715_n

13535933_1709458699305700_519610804_n
13511513_1709461552638748_1388497036_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები