გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იუვალ ფუქსთან გამოსამშვიდობებელი საღამო გამართა.
ისრაელის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხებს.
გიორგი კვირიკაშვილმა იუვალ ფუქსს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. იუვალ ფუქსი საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2012 წლის 10 სექტემბრიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები