დავით ბერძენიშვილი: ანტიევროპულობა ისევე დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა

„ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, თუმცა ანტიევროპულობა ისევ დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ გამოქვეყნებული რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას.
პარლამენტარი მიიჩნევს, რომ ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, თუმცა ანტიევროპულობა ისევ დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა.
“ვფიქრობ, ჩერჩილის და ვიქტორიანული ეპოქის ღირსი შედეგი არ არის. ლონდონმა ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას, ახალგაზრდებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას, შოტლანდიელებმა და ჩრდილოეთ ირლანდიელებმა ხმა მისცეს ევროკავშირში დარჩენას. გადაწყვეტილება, მომავლის ნაცვლად, მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი, პროგრესული ნაწილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ 10-15 წლის შემდეგ ბრიტანეთმა თავისი იდენტურობა დაიბრუნოს. ემიგრანტების წინააღმდეგ ხმა მისცა პროვინციამ, რომელსაც თვალით არ უნახავს ემიგრანტი. ემიგრანტები ცხოვრობენ ლონდონში და ლონდონმა თქვა, რომ ვართ მზად, ცხოვრება მათთან ერთად გავაგრძელოთ“,- აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოშიც შეიძლება მოიძებნონ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროპა ცუდია და დავუჯეროთ ბრიტანეთის იმ ძალებს, ვინც ეს გადაწყვეტილება უზრუნველყო, მაგრამ ეს არ არის სერიოზული.
„მგონი, მოვასწრებთ ვიზალიბერალიზებულ საქართველოდ ქცევას, მაგრამ ჰოლანდიასა და გერმანიაში ანტიევროპული პარტიები ძლიერდებიან, შეტევაა ევროპულ ღირებულებებზე, მაგრამ ანტიევროპულობა ისევე დამარცხდება, როგორც აქამდე არაერთხელ დამარცხებულა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები