ლისის ტბის ფერდობზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლისის ტბის ფერდობზე, 320-ადგილიანი, თანამედროვე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა.
როგორც „კვირას“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ახლად აშენებული კომპლექსი საქართველოს განათლებისა და მეც13511612_1166661563356335_134854914_nნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 13515380_1166661516689673_890501505_nსაცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. გაკეთდა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და დამონტაჟდა გარე განათება. ტერიტორია კეთილმოეწყო და გამწვანდაა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.
მშენებლობა 2015 წელს პრემიერმინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით პროცედურებს შეიმუშავებს.13511461_1166661496689675_2003432697_n13515437_1166661246689700_182569841_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები