საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მუშაობის შედეგები შეაჯამა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა. მედიასთან შეხვედრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ სააგენტოს მთავარ მიღწევად ქართული დროშის შავი სიიდან ამოღება დაასახელა, რასაც საზღვაო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწა და აუდიტორული შემოწმების წარმატებით გავლა მოჰყვა.
მედიასთან შეხვედრაზე ახალაძემ აღნიშნა, რომ მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებამ ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალი შანსი მისცა. გემებისთვის შემცირებული სარეგისტრაციო ტარიფები, წარმატებული საერთაშორისო აუდიტები (EMSA, IMSAS), მეზღვაურთა ელექტრონული სახელმწიფო რეესტრი, ზღვაზე ძებნა/გადარჩენის რეაგირების მზადყოფნა და საზღვაო სახელწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები საზღვაო სააგენტოს წარმატებულ პროექტებში აღინუსხა.
აღინიშნა, რომ საზღვაო სააგენტოსთვის პრიორიტეტად რჩება მეზღვაურთა განათლების ხარისხის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
სააგენტოს სამომავლო გეგმებში ქართული დროშით მცურავი გემების რაოდენობის გაზრდა და საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი იახტების საქართველოში მოზიდვა დასახელდა.
შეხვედრის დასასრულს სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტები საერთაშორისო საზღვაო გამოფენზე დაპატიჟა, რომელიც სექტემბერში, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ბათუმში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები