ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ბომბების წარმოების სახელოსნოები აღმოაჩინეს

ერაყელმა სამხედროებმა, რომლებიც ქალაქ ფალუჯის მახლობლად ოპერაციას ახორციელებენ, ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოების სპეციალური სახელოსნოები აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, სახელოსნოები „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ ეკუთვნოდათ.
როგორც ერაყის კონტრტერორისტული სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ბომბების და ნაღმების ნაწილი ტერორისტებმა წაიღეს, მაგრამ გარკვეული ნივთმტკიცებულებები ადგილზე დარჩა. ქალაქი ფალუჯა „ისლამურ სახელმწიფოს“ 2014 წლიდან ჰქონდა დაკავებული და ის ერაყის ჯარმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები