მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია სპექტაკლ „კონკიას” წარმოადგენს

2016 წელს დიდი კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის დაბადებიდან 125 წლისთავია, ამ თარიღს მთელ მსოფლიოში არაერთი ღონისძიება ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია წარმოადგენს სპექტაკლს “კონკია”, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართება. კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში 26 ივნისს სპექტაკლები 14:00, 16:00, 18:00 და 20:00 საათზე დიწყება.
სპექტაკლში მონაწილეობენ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიის “ვერის უბნის ტანც კლასის“ მოსწავლეები. სპექტაკლის ქორეოგრაფია მაკა მახარაძე, კოსტიუმების მხატვარი – ანა კალატოზიშვილი. დადგმაში მონაწილეობს მოწვეული მსახიობი თამარ მაყაშვილი. პროექტის მიზანია საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია, რათა სპექტაკლი ნახონ არა მარტო მათ, ვისაც ბალეტი უყვარს, არამედ ბავშვებმაც, რომლებსაც არა აქვთ საშუალება, იარონ საბალეტო წარმოდგენებზე. ამის პრაქტიკა სტუდიის მესვეურთ წლების მანძილზე დაუგროვდათ, რითაც ცდილობენ, შეაყვარონ მომავალ თაობას თეატრი და, ზოგადად, ხელოვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები